საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ღონისძიება “ქალების გაძლიერების ათწლეული” მიმდინარეობს

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტისა და სახალხო დამცველის ერთობლივი ღონისძიება “ქალების გაძლიერების ათწლეული” მიმდინარეობს. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანმა და სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
ღონისძიებას ესწრება გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლიც. გაიმართება სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის ანნა ჩუბინიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია, ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება “ქალების გაძლიერების ათწლეული” პუბლიკაციის პრეზენტაციაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან