საკალათბურთიო კლუბი “ქუთაისი 2010” საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ჩემპიონია.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, კლუბმა გადამწყვეტ საფინალო ბრძოლაში “კავკასიას” 90 : 82 ანგარიშით მოუგო და ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა.
“ქუთაისი 2010″ ეროვნული სუპერლიგის ჩემპიონია!ვულოცავ ჩვენს კალათბურთელებს, მწვრთნელებს, პირადად კოტე ტუღუშს, გულშემატკივრებს, მთელ ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას!”, – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.