,, საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი დიქტატორებისთვის” – სააკაშვილი

,, საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი დიქტატორებისთვის” – სააკაშვილი
სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
,,ვენესუელის არჩევნების გამყალბებლის და ამერიკული ფინანსური სანქციების ფიგურანტის მადუროს საპრეზიდენტო თვითმფრინავი, რომელიც სარემონტოდ იმყოფებოდა დომინიკის რესპუბლიკაში ამერიკის FBI-ს აგენტებმა დააპატიმრეს და გადააფრინეს მაიამიში კონფისკაციის მიზნით.
თვითონ მადურო უკვე კარგა ხანია თავს არიდებს ქვეყნის დატოვებას, რათა ამერიკელებმა გზაში არ დააკავონ.
საინტერესო მაგალითია, ახლადგამომცხვარი დიქტატორებისთვის, რომლებიც ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის და არიან ამერიკული სანქციების პირდაპირი კანდიდატები.”

ასევე დაგაინტერესებთ

“სფერო ჰოლდინგის” დირექტორი მოსამართლეს – ახალ წლამდე მომეცით ვადა პრობლემების მოგვარება მოვახერხო, თუ ვერ მოვახერხებ, დამაკავეთ, მაქვს კლაუსტროფობია, უცხოეთშიც ვერ მივდივარ – ჩვენი დაკავებით დაზარალებულთა რაოდენობა გაიზრდება