საინტერესოა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ლაურა თორტონის ტვიტერზე გავრცელებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ის დონალდ ტრამპს კრიმინალს და გამაუპატიურებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ქართველებისგან ტრამპის ქება მას „ყურს ჭრის“.
ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია, – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ თორტონის სტიპენდიატია სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც კაპიტოლიუმის დერეფნებში დონალდ ტრამპს ფოტოს გადასაღებად ეძებდა.
ზურაბ ქადაგიძე წერს, რომ ქართველი რადიკალები დიდი განსაცდელის წინაშე არიან და საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ – გაემიჯნებიან თუ არა მაკკეინის ინსტიტუტის წარმომადგენელს.
„თორნტონმა დაწერა – „ტრამპი გამაუპატიურებელი და კრიმინალია“ და ქართველი მეგობრებისგან მისი ზედმეტი ქება „ყურს ჭრის“.
არადა, ამის სტიპენდიატი ზურაბიშვილი ბეცივით დაბორიალობდა კაპიტოლიუმის დერეფნებში ტრამპისთვის ფოტოს გადასაღებად.
ამისვე „დემოკრატიული ხაზის“ გამტარია ჯო უილსონი, რომელიც განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა ქართველი ექსტრემისტების მიმართ.
ეს ქალბატონი გახლავთ, „დიფ სთეითის“ სინდიკატის ერთი საცეცი, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის ქართული ხაზის კურატორია.
აბა, ახლა როგორ გადაალაგებენ „მესიჯბოქსს“ ქართველი ლიბერალები, გაემიჯნებიან თორნტონს თუ კურატორის ბრძანებას აღასრულებენ და უკომპრომისო ბრძოლას გამოუცხადებენ ტრამპის პოლიტიკას?!
მოკლედ, დიდი განსაცდელი უდგათ ლიბერ-ფაშისტებს!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან