საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში – „დემოკრატიის უკან დახევა“?

საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში – „დემოკრატიის უკან დახევა“?
ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, , სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ამერიკაში უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური და მედიური სტრუქტურების კონტროლი ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა, როცა იმავე საკითხზე საუბარი საქართველოში იწყება, ეს მაშინვე დემოკრატიის უკან დახევად ფასდება.
„ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს.
ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად – გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად.
იქ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ღიად განაცხადონ ვის ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ საქართველოში, იგივე მიდგომა უცებ “საფრთხედ” იქცევა, თითქოს თავისუფლებას ზღუდავდეს.
საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ – მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში – „დემოკრატიის უკან დახევა“? რატომ არის ამერიკაში კანონი გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო საქართველოში – საფრთხე?
თურმე ამერიკა ამ ფედერალური აქტით სახელმწიფოს იცავს, ხოლო საქართველოს არ აქვს უფლება საზოგადოება დააზღვიოს გარე საფრთხეებისგან…
იმიტომ რომ – საქართველო უნდა დარჩეს, ბუფერულ ზონად “დიფ სთეითის” ხელში, სადაც ათასი რჯულის აგენტი, პროვოკატორი და გავლენის რეზიდენტი, უკონტროლო დაფინანსებას მიიღებს, სხვა და სხვა პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად.“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს

ბიძინა ივანიშვილმა, ქვეყნისათვის წაუგებელი და მომავალზე გათვლილი პროცესი წარმატებით წარმართა, ეგ არის პატრიოტი პოლიტიკოსი და არა ის, რა კატეგორიასაც თქვენ ეძახით პოლიტიკოსებს, სხვისი შპარგალკებით და ათასი “თითლიბაზობით” მოთამაშეებს