საინვესტიციო ბინადრობისა და მოქალაქეობის შესაძლებლობები მსოფლიოს გარშემო: ჰენლი და პარტნიორების წარდგენა საქართველოში

დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, მისი მშობლიური ქვეყნის გარდა, ასევე ჰქონდეს სხვა ქვეყნის ბინადრობა ან მოქალაქეობა. ამგვარი მოთხოვნა განპირობებულია ისეთი თანმდევი უპირატესობების მოპოვების სურვილით, როგორებიცაა გამარტივებული გლობალური მობილობა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სტაბილურობა, და სხვა. ამ მიზეზების გამო, მოთხოვნა ალტერნატიულ ბინადრობასა და მოქალაქეობაზე განსაკუთრებით გაზრდილია შეძლებულ ადამიანებსა და საერთაშორისო ინვესტორებს შორის.
ზემოაღნიშნული მოთხოვნის საპასუხოდ, უამრავმა ქვეყანამ შეიმუშავა შესაბამისი საიმიგრაციო პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს და მათ ოჯახებს, ინვესტირების გზით მოიპოვონ ამ ქვეყნის ბინადრობა ან/და მოქალაქეობა. თითოეულ ასეთ იურისდიქციაში მოქმედებს ადგილობრივი რეგულაციები, დაწესებულია განსხვავებული კრიტერიუმები და პროცედურები.
ჰენლი და პარტნიორები წარმოადგენს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიას საინვესტიციო ბინადრობისა და მოქალაქეობის მიმართულებით. 25 წლიანი გამოცდილებით და 45 ფილიალით მსოფლიოს გარშემო, ჰენლი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული ფირმაა ამ სფეროში. ყოველწლიურად, კომპანია ასობით შეძლებულ ადამიანს ეხმარება მოიპოვოს ბინადრობა ან/და მოქალაქეობა სასურველ იურისდიქციაში. აგრეთვე, კომპანია კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებს, რათა მათ მოახერხონ ეფექტური საიმიგრაციო პროგრამების შემუშავება და დანერგვა.
2024 წლის 10 აპრილს, ჰენლი და პარტნიორების წარმომადგენლები პირველად ეწვევიან საქართველოს, კონფერენციის ჩასატარებლად. ღონისძიება მიზნად ისახავს წარადგინოს კომპანია ქართველი აუდიტორიის წინაშე. აგრეთვე, მომხსენებლები მიმოიხილავენ პოპულარულ საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, , დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, მონაკო, საბერძნეთი, და სხვა.
ვინაიდან ესპანეთის საინვესტიციო საიმიგრაციო პროგრამა გამორჩეულად ეფექტური და პოპულარულია, მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. საქართველოს მსგავსად, ესპანეთშიც, ბინადრობის მოპოვება ასევე შესაძლებელია უძრავ ქონებაში ინვესტირების გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კონფერენციაზე მოწვეულია უძრავი ქონების პრესტიჟული ესპანური კომპანია ბენროქ კაპიტალი, რომლის წარმომადგენელი მიმოიხილავს უძრავი ქონების ბაზარს ესპანეთში და გააცნობს აუდიტორიას საინვესტიციო შესაძლებლობებს.
კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას დამსწრე საზოგადოებისთვის, აღმოაჩინოს გლობალური მობილობის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
ჰენლი და პარტნიორების ოფიციალური წარმდგენი საქართველოში და ღონისძიების თანაორგანიზატორია ქართული საკონსულტაციო ფირმა ქონსალთივი. აღნიშნული კომპანია, სრულ იურიდიულ და ბიზნეს საკონონსულტაციო მომსახურებას უწევს, როგორც უცხოელ, აგრეთვე ადგილობრივ ინვესტორებსა და ბიზნესებს.
კონფერენცია ჩატარდება 2024 წლის 10 აპრილს, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. კონფერენციაზე დასწრება უფასოა, თუმცა შეზღუდული რაოდენობის ადგილების გამო, აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა და დასტურის მიღება. კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციის მიღება და კონფერენციაზე რეგისტრაციის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე – www.consultive.ge/conference