საით მივყავართ ტექნოლოგიებს? – ტენდენციები CES 2025-დან

საით მივყავართ ტექნოლოგიებს? – ტენდენციები CES 2025-დან
CES 2025 ტექნოლოგიური ინდუსტრიის უდიდესი მოვლენაა. ღონისძიება ახლახან დასრულდა და მოდით, გავეცნოთ, ტექნოლოგიები, რომლებიც ჩვენს ხვალინდელ დღეს განსაზღვრავენ. ხელოვნური ინტელექტი გვხვდება ყველაფერში, დაწყებული AR სათვალეებიდან, დამთავრებული ემოციური მხარდაჭერის რობოტებით. ასევე, არის მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობები, რომლებიც უკვე იყიდება, ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი ტექნოლოგიები, რომლებიც რეალურ იმედებს იძლევა და გააზრებული გადაწყვეტილებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ტექნოლოგიები ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის
დიდი ხნის განმავლობაში, ასაკოვანი მომხმარებლები არაპრიორიტეტულად მიიჩნეოდნენ, მაგრამ წლევანდელმა CES-მა განსხვავებული მიდგომა დაგვანახა. L’Oréal-ის Cell BioPrint გთავაზობთ თქვენი კანის ბიოლოგიური ასაკის სწრაფ ანალიზს, ხოლო Withings Omnia-ს ჭკვიანი სარკე იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა მიღებული მონაცემები გარდაქმნას ადვილად გასაგებ ინფორმაციად და მორგებულ რეკომენდაციებად. რეაქციული მართვიდან პროაქტიულ, ინფორმირებულ გადაწყვეტილებებზე გადასვლით, ეს ინოვაციები ხაზს უსვამს პრევენციის უპირატესობას მკურნალობასთან მიმართებაში.
გადაადგილების საკითხი ასაკისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და H-Medi – მსოფლიოში პირველი მრავალფუნქციური რობოტი სიარულის დარღვევებისთვის – დიდ პროგრესს გვპირდება. ხელოვნური ინტელექტის ძრავით, რომელიც დაავადების პროგრესირებას 92%-იანი სიზუსტით წინასწარმეტყველებს, ის ორ წუთზე ნაკლებ დროში არგებს საყრდენს მომხმარებელს, აჩქარებს სიარულის სიჩქარეს 10%-ით და 21%-მდე აუმჯობესებს სიარულის ეფექტურობას.
ახალი ტენდენციების გამორჩეული მაგალითია EssilorLuxottica, რომელიც ისეთი იკონური სათვალეების ბრენდების გვერდით გამოჩნდა, როგორებიცაა Ray-Ban და Oakley. ის ბაზარზე ურეცეპტო სასმენი აპარატებით Nuance Audio გამოჩნდა. ეს სათვალეები აერთიანებს სმენისა და მხედველობის მხარდაჭერას, სთავაზობს რეჟიმებს, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გააძლიერონ ხმა გარშემო ან კონკრეტულ საუბრებზე ფოკუსირდნენ. მარტივი მრავალფუნქციური ღილაკი ცვლის რეჟიმებს, ხოლო ენერგიის დამზოგვა მარტივია მიკროფონი ითიშება სათვალის მოხსნისას.
ამ ინოვაციების მნიშვნელობა სცდება ინდივიდუალურ გაძლიერებას. მსოფლიო მოსახლეობის ასაკობრივ ზრდასთან ერთად, ასეთ ტექნოლოგიებს შეუძლიათ შეამსუბუქონ დატვირთვა ჯანდაცვის სისტემებზე და გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, სადაც მოსახლეობის თითქმის მეოთხედი 65 წელს გადაცილებულია, ასეთი ტექნოლოგიები სასიცოცხლო აუცილებლობაა.
ზეტ თაობა და ალფა თაობა მოთხოვნას უწევენ ახალ ექსპრესიულ დიზაინერულ ესთეტიკას
ტექნოლოგია ჩვენს საცხოვრებელ გარემოში დამკვიდრდა, აპარატურამ და ინტერფეისებმა მოკრძალებული მიმართულება აიღი და მოერგო მინიმალისტურ ინტერიერებს. CES 2025-ზე კი უფრო თამამი ესთეტიკა გამოჩნდა. მოწყობილობები აღარ არის მხოლოდ ინსტრუმენტები, არამედ ინდივიდუალობის გამოხატვის საშუალება. დიზაინის ეს ახალი ტალღა ცოცხალია, ხმაურიანი და ზოგჯერ არააუცილებელი – მთლიანობაში კი იდეალური იმ თაობისთვის, რომელიც Minecraft-ში, Fortnite-სა და სხვა თამაშებში გაიზარდა.
გეიმერული კულტურა, სადაც პერსონიზაცია წამყვანი ძალაა, ამ ცვლილების დიდი ნაწილის ლოკომოტივია. მაგალითად, Govee-ს Gaming Pixel Light სათამაშო სივრცეებს ნეონის სათამაშო მოედნებად გარდაქმნის, ხოლო LG-ის OLED სათამაშო მონიტორი და Samsung-ის სიურეალისტური გასაბერი ტელევიზორი, აპარატურის დიზაინის ჩვეულ ნორმებს არღვევენ. ბაზარზე, სადაც ყველასთვის თანაბარი მიდგომა ადრე საკმარისი იყო, ახლა ვხედავთ გაჯეტებს, რომლებიც თავიდან ყალიბდებიან, რათა დააკმაყოფილონ მომხმარებლების სურვილი.
თვითგამოხატვის წყურვილი საცხოვრებელ ოთახს სცდება. Qudi Mask 2 სახეს ციფრულ ტილოდ წარმოგვიდგენს, მოძრავი გამომეტყველებებით, თქვენს ხმაზე რომ რეაგირებს. ინფლუენსერებს ის TikTok-ისა და YouTube ვიდეოებისთვის განსაკუთრებით მოსწონს. აუტიზმის სპექტრის მქონე მომხმარებლებმა კი, მისი დახმარებით, არავერბალური კომუნიკაციის ახალი გზა იპოვეს.
სიახლეა ციფრული კომპანიონების კუთხითაც. მაგალითად, Ropet არის „შინაური ცხოველი“, ხოლო Nékojita Cat FuFu და Mirumi „ზარმაცას“ ტიპის რობოტი, რომლებიც სიხარულის ემოციებს მოგგვრიან. ეს უცნაური გაჯეტები სულს შეუბერავენ თქვენს ყავას ან თავს დაგიქნევენ მეგობრული მისალმებისას – ყველაფერი ეს შექმნილია იმ თაობისთვის, რომელსაც სწყურია კომფორტი და ნამდვილი ურთიერთობები, ტექნოლოგიებთან ერთად. მარტოობის მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, ეს კომპანიონები სიხარულის ნაპერწკალს აჩენენ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად არის საჭირო.
ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურობაში
წლევანდელ CES-ზე ჩვენ ვიხილეთ ახალი ხედვის გაშლა: ტექნოლოგია არა მხოლოდ ცხოვრობს ჩვენს სახლებში, ის შეისწავლის ჩვენს ჩვევებს, იღებს გადაწყვეტილებებს ჩვენს მაგივრად და ჩუმად „წარმართავს“ კიდეც ჩვენს ქმედებებს. ასევე, არსებობს ტექნოლოგია, რომელიც პირად არჩევანს უჭერს მხარს. მაგალითად, Biky Smart Bike განსხვავებულად უყურებს ბავშვების თავისუფლებას „ვერტმფრენი მშობლების“ ეპოქაში. მისი მოდელი ეფუძნება მსუბუქი ველოსიპედის კონცეფციას, ამატებს GPS-ს, რათა მშობლებმა შეძლონ უსაფრთხო საზღვრების დადგენა თამაშისთვის – ამყარებს რა ბალანსს ბავშვის დამოუკიდებლობასა და მშობლის სიმშვიდეს შორის.
კიდევ ერთი მაგალითია Bio Leg, ახალი თაობის რობოტული პროთეზული მუხლი, რომელიც შექმნილია ადამიანების მობილურობის აღსადგენად. ის ელექტრო ძრავითა და მრავალი სენსორით არის აღჭურვილი, ამცირებს დისკომფორტს და უზრუნველყოფს უფრო გლუვ, ბუნებრივ მოძრაობას.
სათვალეები და ყურსასმენები
ხელოვნურმა ინტელექტმა CES 2025-ზე დომინირება მოახდინა, ყველა სტენდი გენერაციული მოდელების, ნეირონული ქსელებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გარღვევების შესახებ ბზუოდა. მაგრამ ხმაურის მიღმა უფრო დიდი კითხვა გაჩნდა: როგორ გვინდა ვიურთიერთოთ ტექნოლოგიასთან? ენის დიდი მოდელები (LLM-ები) ჩუმად გარდაქმნიან ჩვენს რუტინას, გვთავაზობენ უხელო, ინტუიციურ გამოცდილებებს, რომლებმაც შესაძლოა საბოლოოდ გაგვათავისუფლონ ეკრანებისგან.
წყარო: fastcompany marketer.ge