საია-მ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წინააღმდეგ, საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელები წარადგინა.
როგორც ახალგაზრდა იურისტებში აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს, რომლის გაცემასაც ამ დაწესებულებებს კანონმდებლობა ავალდებულებს, უწყებებს საია-ს მოთხოვნაზე რეაგირება არ ჰქონიათ.
ბრალდებების ადრესატებს ორგანიზაციისთვის ჯერ არ უპასუხიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მართლა სპეცოპერაცია რომ ჩაატარეთ, რომლის ავანგარდშიც კელი დეგნანი იყო, “რუსული კანონი” რომ უწოდეთ, ქართულ, უმარტივეს გამჭვირვალობის შესახებ კანონს, რა არის ამაში რუსული? – ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიის დეპუტატებს