სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული მოსაკრებელი 32%-ით, 109 მლნ ლარამდე გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში ბიუჯეტში შესულმა სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელმა 108,293,074.65 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 82,052,433.64 ლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 32%-ია.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2023 წლის 11 თვეში სხვადასხვა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შემდეგი თანხები შევიდა:
· კაზინოების (სამორინეების) სათამაშო მაგიდიდან – 2 ლარი,
· სათამაშო აპარატებიდან – 51,861,071.7 ლარი,
· ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებიდან – 1000 ლარი,
· წამახალისებელი გათამაშებიდან – 3,028,124.68 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან – 10,955,484.79 ლარი, ლატარიების მოწყობაზე – 602.01 ლარი,
· სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 42,446,789.42 ლარი,
· აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალაროდან – 60,248.70 ლარი,
· კლუბის მაგიდიდან – 1,604,133.0 ლარი,
· სამორინეს მაგიდიდან – 40,770,116.85 ლარი,
· სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან – 12,290.80 ლარი.