საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენელთა მორიგი სხდომა ჩაინიშნა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დემილიტაციის საკითხზე, კომისიათა მორიგი სხდომა 30 ნოემბერს გაიმართება.
ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის, რათა რაც შეიძლება მალე დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ორივე ქვეყანამ ერთად უნდა გადაწყვიტოს სამომავლო ურთიერთობები”.
სომხეთის საგარეო უწყებაში უკვე დაადასტურეს, რომ შეხვედრას მათი წარმომადგენელიც დაესწრება.
საზღვრის დემარკაცია-დემილიტაცია საკითხზე ჩანიშნული რიგით მეხუთე სხდომის გამართვა ორი ქვეყნის სასაზღვრო ზონაშია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველ ხალხს ანალიზის კარგი უნარი აქვს, ის თვალნათლივ ხედავს, რომ დასავლეთი არა საქართველოს ინტერესებისთვის და ძლიერი საქართველოსთვის, არამედ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის იბრძვის

თუ ვინმე მიზნად ისახავს, მოსახლეობაში ევროკავშირისადმი ნდობა ერთნიშნა მაჩვენებლამდე დაიყვანოს, გააგრძელოს სააკაშვილის მხარდაჭერა, უიღბლო რევოლუციონერების დაფინანსება, ქართველი ხალხის დასჯის ახალი მექანიზმების შემუშავება