საზოგადოებრივ მაუწყებლიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს და რუსთაველის გამზირზე მყოფ სხვა საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს, ევროკავშირისა და გერმანიის დროშები აქვთ მიტანილი.
ასევე აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „არ გავჩერდებით”, “ჩანიშნეთ “.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე პროტესტის 87-ე დღეს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
მათი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მოქალაქეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას