საზოგადოებრივ მაუწყებელზე გორგილაძის გადაცემის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ორგანიზატორები ტექსტში პირველი არხის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ გადაცემის დახურვა “მოულოდნელი და არამოტივირებულია”.
ტექსტის ავტორების განცხადებით, არხის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი თავისუფალი იყო პოლიტიკური გავლენებისგან და საზოგადოების განათლებას ისახავდა მიზნად – მათი თქმით, არჩევნებამდე 1 წლით მიდი ადრე დახურვა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და ცენზურად შეიძლება იქნას წაკითხული.
15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ პოპულარული გადაცემა გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. როგორც წამყვანი დათო გორგილაძე ამბობს, მიზეზად ფინანსური რესტრუქტურიზაცია დაუსახელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეზვრიშვილი – პრეზიდენტთან შეხვედრისას არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა, საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო – ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე