საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციაზე ხმაურია – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები ეთერის დათმობას ითხოვენ

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ხმაურია.
ადგილზე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მივიდნენ. ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეთერი დაუთმოს.
პარალელურად, მაუწყებლის ეთერში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი არის მიწვეული. სტუდენტები აცხადებენ, რომ არხის საშუალებით, შალუტაშვილი „ტყუილებს საუბრობს“, ამიტომ, ითხოვენ, სტუდენტების ერთი წარმომადგენელი ეთერში მიიწვიონ.
„ეთერი სტუდენტებს, სოლიდარობა სტუდენტებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

ილიაუნის რექტორი – “ქართულმა ოცნებამ” დღეს ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტს მთელი სხეული, პროგრამების 92% ჩამოაჭრა – პროფესორების გაფართოებულ ჯგუფს შეხვდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები