საზოგადოებრივ მაუწყებელზე პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმა

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის შედგა კომუნიკაცია და საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ დაიგეგმება სამშაბათს, ან ოთხშაბათს ორბელიანების სასახლიდან პირდაპირ ეთერში,” – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “კომერსანტს” აცნობეს.
ცნობისთვის, პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობა პირველ არხთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.
ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა განცხადება, რომ მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.
აქციის მონაწილეები, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები, პრეზიდენტს მოუწოდებენ, მივიდეს ტელევიზიაში.