დღეს, 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მომავალ მარშს რამდენიმე პირი აედევნა.
როგორც მარშის მონაწილეები ამბობენ, ერთ-ერთ მათგანს იარაღი ჰქონდა.
მარშის მონაწილეების თქმით, უცნობი მათ ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ბესიკის ქუჩასთან კი სიტუაცია დაიძაბა, რა დროსაც მათი თქმით, ერთ-ერთმა უცნობმა პირმა მარშის მონაწილეებს იარაღა დაუმიზნა.
„რუსთაველის მეტროდან [მარშს] მოგვყვებოდა, დაახლოებით, 5-6 ბიჭი და ცდილობდნენ პროვოკაციებს. მთელი გზა არ ვაქცევდით ყურადღებას და უკვე აქ რომ მოვედით [ბესიკის ქუჩასთან] დაიძაბა ვითარება“, – ამბობს მარშის ერთ-ერთი მონაწილე.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, რამდენიმე პირი პოლიციამ გაიყვანა, თუმცა უცნობია, დაკავებულები არიან თუ არა ისინი. დეტალების გარკვევას ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
ამასთან, პოლიციას ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ჰყავს მარშის მონაწილე ლევან ჯობავა, რომელიც ერთ-ერთია, რომელსაც იარაღი დაუმიზნეს.
