საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება

საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ზურაბიშვილი „ფეისბუკზე“ წერს, 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტში საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები, საჯარო მოხელეები, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იქნებიან წარმოდგენილი.
„საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან შეიქმნება 26 მაისის საორგანიზაციო კომიტეტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: საზოგადოებრივი მოძრაობები, პროტესტში მონაწილე აქტივისტები, სტუდენტები, საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პატიმრების ოჯახის წევრები, კულტურის სფეროს, ბიზნესსექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და ,,წინააღმდეგობის პლატფორმის“ წარმომადგენლები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი

გორდულაძე – ჭირად ექცა „მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციას – პასუხები გასცენ: უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონები? უნდა დაკანონდეს თუ არა სქესის შეცვლა?