საზოგადოებას აქვს შანსი, გააერთიანოს ძალები პროევროპული ალტერნატივის შესაქმნელად არჩევნებისთვის – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მაიკ გალერი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არასწორ გზას ადგას. მან სოციალურ ქსელში 20 აპრილს, ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მყოფი რუსი ქალების საპროტესტო ბანერები გააზიარა და დაწერა, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს შანსი, შექმნას “ქართული ოცნების” პროევროპული ალტერნატივა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
“საქართველოს მთავრობა, მისი მმართველი პარტია და პარტიის “ნათლია” ივანიშვილი ნამდვილად არასწორ გზას ადგანან. მე დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს შანსი, საზოგადოებამ, რომელიც ახლა აპროტესტებს [რუსული კანონის მიღების მცდელობას], გააერთიანოს ძალები და შექმნას სანდო, პრო-ვეროპული ალტერნატივა მომავალი არჩევნებისთვის”, – წერს გალერი.
This Georgian government, its Georgian Dream ruling party and their Godfather Ivanishvili are definitely on the wrong track. I am pretty sure that there is a chance for the protesting society to join forces and organise a credible pro-European alternative for the next election ! https://t.co/K0Wq8tuMjX — Michael Gahler (@gahler_michael) April 20, 2024
რუსული კანონის წინააღმდეგ, 20 აპრილს ქალთა მოძრაობამ მარში და აქცია გამართლა. “ქალები მირჩევთ ევროპას!” – ამ სლოგანით ასობით ქალი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობით მივიდა. ქართველი ქალების აქციას შეუერთდნენ დან ლტოლვილი ქალებიც, რომლებიც აცხადებდნენ, რომ სწორედ ამგვარი კანონების გამო მოუწიათ მათ საკუთარი სამშობლოს დატოვება და სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში ლტოლვილის სტატუსით წასვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სამწუხაროა, რომ ქართული სახელმწიფო ფორუმებს და კონფერენციებს არ იყენებს, სადაც წესით საქართველოს მინისტრები ოფიციალური მომხსენებლები უნდა იყვნენ, რომ ქვეყანა, რაც შეიძლება მალე ევროკავშირის წევრი გახდეს