საზოგადოებამ 2024 წელს ერთიანობა უნდა დააფიქსიროს, რომ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ – დიმიტრი ხუნდაძე

„რადიკალური პროცესები საქართველოში გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით ხდება. ალბათ ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რატომ გვინდოდა შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც საზოგადოებას სიმართლით უზრუნველყოფდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ განაცხადა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ და მათმა დამკვეთებმა ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული, ევროკავშირმა ეს კანონი თითქოს ს წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი თითქოს მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს, არადა, სინამდვილეში არც ერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება და ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
„თუ შარშან წაუკითხავად გააპროტესტებინეს საქართველოს მოქალაქეებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, სულ ცოტა ხანში, ევროკავშირში ყველაზე დიდმა პარტიამ დააანონსა იგივე კანონპროექტი, რომლის განხილვა მიმდინარეობს და მას მალე მიიღებენ კიდეც.
მახსოვს, რომ შარშან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩიც კრიტიკულად გამოვიდა. ახლა კი მაინტერესებს მისი პოზიცია როგორია, როცა თავად საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ასეთ რისკებს დააზღვევს. ერთი და იგივე კანონი, რომელიც მიიღო საფრანგეთმა და იღებს ევროკავშირი, მათთვის ამერიკულ-ბრიტანულია და საქართველოსთვის – რუსული?
გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში მიღებული კანონის შემდეგ, ქართული ოპოზიცია და მათი პატრონები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული (არადა, -ში ის დღესაც მოქმედებს); ევროკავშირმა ეს კანონი თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი თითქოს მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს. არადა, სინამდვილეში, არც ერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება. ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.
საფრანგეთის კანონი ბევრად უფრო მკაცრია. რამდენიმე მუხლს წაგიკითხათ იქიდან: „უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობოებმა და ა.შ. წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით ისჯებიან. ასევე, ანგარიში უნდა წარადგინოს სპეციალურმა კომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას.“ ასევე, ამ კანონში წერია, რომ „საფრანგეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა უნდა გამოამჟღავნოს სახელმწიფოზე მიმართული საზიანო აგიტაცია, უცხოური გავლენა, რაც საფრანგეთის ინტერესების საზიანოა.“
ასე რომ, მეგობრებო, ეს ურთულესი ბრძოლაა. დიდი ფულით და ღიმილიანი სახით სურთ საქართველოს დამორჩილება. სურთ დაიმორჩილონ სამართალი, საზოგადოების ინტერესები და ქვეყნის სუვერენიტეტი. ამას სჭირდება სწორედ ერთიანობა და ეს ერთიანობა ყველაზე მეტად საზოგადოებამ 2024 წელს უნდა დააფიქსიროს, რომ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თსუ-ს საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტებისგან განსაკუთრებული ბულინგი, აგრესია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდის მათზე, ვინც ღიად არ აფიქსირებს თავის პოზიციას, ასეთი სტუდენტები კი აბსოლუტური უმრავლესობაა