საზეიმო განწყობა ამ წუთებში განსაკუთრებულად იგრძნობა დედაქალაქში – საახალწლო სოფელში შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს

საზეიმო განწყობა ამ წუთებში განსაკუთრებულად იგრძნობა დედაქალაქში. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საახალწლო სოფელში შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს.
კონცერტი ერთდროულად ორ ლოკაციაზეა. ათონელისა და ფურცელაძის ქუჩებზე მსმენელს ცნობილი ქართველი შემსრულებლები ხვდებიან.
სადღესასწაულო სივრცეებში სტუმრების განწყობაზე განსაკუთრებულად იზრუნეს. საგანგებოდ მოეწყო საახალწლო ბაზრობა, ინსტალაციები და დეკორაციები.
პატარებისთვის კი ჯადოსნურ გარემოს ზღაპრის გმირები და ანიმატორები ქმნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

საერთაშორისო დამკვირვებელი: ჩვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ამომრჩეველი ენდობა წინასაარჩევნო, საარჩევნო და არჩევნების შემდგომ პროცესსაც – რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიყავით, არც ერთი პრობლემა არ გამოვლენილა