საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება

თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 5 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და ივნისის ბოლომდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებსაიტზე ელექტრონულად წარიმართება.
ბაღებში ჩაირიცხებიან თბილისის საჯარო ბაღებში რეგისტრირებული 2-დან 6 წლამდე აღსაზრდელები, მათ შორის, ის ბავშვები, რომლებიც სექტემბერში პირველი კლასის მოსწავლეები გახდებიან.
თბილისის მერის თქმით, საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში წელს 45-ის ნაცვლად, 50 საბავშვო ბაღი იმუშავებს და 18 000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. 50 საზაფხულო ბაღში 3 100 თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც გაორმაგებულ ანაზღაურებას მიიღებენ. პროექტი დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტიდან 6 მილიონამდე ლარით დაფინანსდება.
„საბავშვო ბაღები შერჩეულია გეოგრაფიული პრინციპით, რათა თბილისის ყველა უბნის მცხოვრებლებისთვის თანაბრად იყოს ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის საზაფხულო ბაღების სია იხილეთ აქ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს