საზავო შეთანხმებისთვის მზადების ფონზე, ისრაელმა იპოვა ღაზაში მოკლული მძევლის ცხედარი

ისრაელის არმიამ 6 აპრილს გამოაცხადა, რომ იპოვა ღაზაში მოკლული მძევლის, 47 წლის ფერმერის, ელად კაცირის ცხედარი – იმ ფონზე, როცა მომლაპარაკებლები ემზადებიან სამშვიდობო და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებების მისაღწევი მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის.
ისრაელის არმიის ვარაუდით, კაცირი იანვარში მოკლეს “ისლამური ჯიჰადის” ექსტრემისტებმა – ერთ-ერთი ჯგუფის, რომელიც 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეიჭრა, რამაც ბიძგი მისცა ღაზაში -ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული “ჰამასის” წინააღმდეგ მიმდინარე ომს. 7 ოქტომბრის თავდასხმას ემსხვერპლა 1200-ზე მეტი ადამიანი, მძევლად აიყვანეს 250-მდე პირი.
კაცირის ცხედრის აღმოჩენით კიდევ უფრო გაიზარდა ზეწოლა ისრაელზე მიაღწიოს შეთანხმებას დარჩენილი მძევლების გასათავისუფლებლად. მძევალთა ოჯახების წევრები შიშობენ, რომ დრო იწურება, დადასტურებულია სულ მცირე 36 მძევლის სიკვდილი, გათავისუფლდა თავდაპირველი რაოდენობის დაახლოებით ნახევარი.
ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებულ ომს ამ დროისთვის ემსხვერპლა 33 137 ადამიანი – აცხადებს ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტრო. ეს მონაცემი არ აკონკრეტებს მსხვერპლის რაოდენობას სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს შორის, თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ დახოცილთა უმრავლესობა ქალები და ბავშვებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა