“სავიზო აკრძალვები და სხვა სანქციები” – Fox News MEGOBARI აქტის შინაარსზე წერს

საქართველოს ოფიციალური პირების სანქცირებაზე, -ის კონგრესში წარსადგენი კანონპროექტის – MEGOBARI აქტის შინაარსზე Fox News Digital წერს. კანონპროექტი სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა შეიტანა წარმომადგენელთა პალატაში.
მათი ცნობით, დოკუმენტი ასახავს სავიზო აკრძალვების დაუყოვნებლივ განხილვას იმ ძირითადი პირებისთვისა და მათი ოჯახებისთვის, რომლებიც “მატერიალურად ან პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან პარლამენტში “რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონის ადვოკატირებაზე, მიღებასა და პოტენციურ ამოქმედებაზე”.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს სანქციების დაწესებას ქვეყნის პოლიტიკური, ან სამთავრობო ხელმძღვანელობის, ბიზნეს წრეების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან “რუსული სტილის უცხოეთის აგენტების” კანონის განვითარებაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ოპოზიციის ჩახშობაზე”.
კანონპროექტის თანახმად, ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში სახელმწიფო მდივანმა უნდა დაადგინოს ის ძირითადი პირები საქართველოს მთავრობაში, ან მათი აგენტები, რომლებსაც აქვთ “საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების ან უსაფრთხოების შელახვის ან დაზიანების მატერიალური პასუხისმგებლობა“.
კანონპროექტი, ასევე სთხოვს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მოამზადოს ანგარიში სთან დაკავშირებული სანქციების თავიდან აცილების შესახებ საქართველოში, ისევე როგორც ანგარიში ქვეყანაში რუსული დაზვერვის აქტივების შესახებ.
Fox News-ის ინფორმაციითვე, კონგრესმენი ჯო უილსონი, ხუთშაბათს წარადგენს პროექტს, რომელიც საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ “რუსული სტილის აგენტების კანონის” გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს.
20 მაისს ორ ამერიკულ გამოცემაში – „პოლიტიკოსა“ (Politico) და „ჰილში“ (The Hill) – გამოქვეყნდა ცნობა, რომ შეერთებული შტატების კონგრესს მიმდინარე კვირაში წარედგინება კანონპროექტი – MEGOBARI აქტი.
კანონპროექტის ინგლისური დასახელების აბრევიატურა, რომელიც ემთხვევა ქართულ სიტყვა „მეგობარს“ და შეერთებული შტატების საქართველოსადმი დამოკიდებულების სიმბოლოდაა ჩაფიქრებული, ასე ითარგმნება: „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი“. (Mobilizing and Enhancing Georgia's Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act)
კანონპროექტი ერთდროულად ორ სცენარზეა გათვლილი და „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „თაფლაკვერსა და ჯოხს“ – მოიცავს სამხედრო დახმარებას და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასაც და სანქციებსა და ურთიერთობების ძირფესვიან გადახედვასაც.
„ქართული ოცნება“ აქტის მიღების პერსპექტივას „ძალზე ბუნდოვანს“ უწოდებს, წინმსწრებად ამბობს უარს „აგენტების კანონის“ გაწვევასა და უკან დახევაზე, შტატებს კი შანტაჟში ადანაშაულებს და ეუბნება: „საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს”.
„აგენტების კანონის” წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკისა და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს მესამე მოსმენით, 84 ხმით მიიღო „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ასევე დაგაინტერესებთ