სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც

სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ, ამ თემებზე გვქონდა საუბარი როგორც ორმხრივ შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც
დღეს მქონდა ძალიან საინტერესო ორმხრივი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ თემებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ, სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც წარიმართება რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში.
„რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიო არის გამოწვევებით სავსე და სწორედ ამ გამოწვევების გათვალისწინებითაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ის პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩვენს გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კუთხითაც ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას ხელი შეუწყოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობის და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. მომავალშიც მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში მშვიდობას და განვითარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, სომეხ მეგობრებს, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც მ აღნიშნა, საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა.
„მოხარულები ვართ, რომ წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ. რა თქმა უნდა, ამ თემებზე გვქონდა საუბარი ჩვენს, როგორც ორმხრივ შეხვედრაზე, ასევე კომისიის დღევანდელ სხდომაზეც.
დასასრულს, მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ურთიერთობასა და თანამშრომლობას აქვს ძალიან მყარი საფუძველი და ასევე ძალიან დიდი პერსპექტივები. რა თქმა უნდა, გამოვხატავთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზადყოფნას, რომ კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაძლიეროთ ეს საფუძველი, ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ.
აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოვიწვიო პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, ჩამობრძანდეს ვიზიტით ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ეს ვიზიტი, რაც შეიძლება მალე შედგება. უღრმესი მადლობა გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონკრეტულმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იზოლაციაში მოაქციონ ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამას ისინი ვერ შეძლებენ, ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ლორდი დონ ტუიგი წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში ყველაზე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანას, ინგლისს, დიდ ბრიტანეთს. მისგან ასეთი საბჭოური სტილით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი

ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე, ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის – ყველა დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში არეულობის შემოტანისკენ და რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს