„სავალ ნაწილზე ბზარებია“- მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრასთან“ მოძრაობა იზღუდება

„სავალ ნაწილზე ბზარებია“- მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრასთან“ მოძრაობა იზღუდება
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა