“საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ” – მიხეილ სააკაშვილი

“საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ” –
ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას სოციალურ ქსელში მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

“ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ”, – წერს სააკაშვილი.

“ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე.

ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა ჩვენი თანამდებობების.

პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ.

ძალა ერთობაშია!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.