„საერთაშორისო ფასების კლება ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 68%-იანი კლებით აისახა“ – Galt & Taggart

ფეროშენადნობებზე ფასების კლება გრძელდება. Galt & Taggart -ის მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ევროპული ფეროსილიკონის ფასი 0.3%-ით, ხოლო ჩინურის 1.5%-ით შემცირდა.
ამასთან, სექტემბერში დაფიქსირებული ჩინურ ფეროსილიკონზე ფასის 3.7%-იანი ზრდა როგორც აღმოჩნდა, ამ ეტაპზე დროებითი კორექცია იყო და არა ფასების ტენდენცია ცვლილება.
„მიმდინარე წელი ორივე ნედლეულისთვის მძიმე აღმოჩნდა – ევროპულის ფასი წლის დასაწყისიდან 32.4%-ითაა შემცირებული, ჩინურის კი 18.9%-ით. შემცირებული საერთაშორისო ფასები ქართული ფეროშენადნობების ექსპორტშიც წლიური 68.0%-იანი კლებით აისახა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
10 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 143.2 მლნ დოლარის ფეროშენადნობები გავიდა.