საერთაშორისო სასტუმროთა ქსელ Wyndham Grand Residences-ს საქართველოში Aimbridge EMEA უხელმძღვანელებს

სასტუმროთა პრესტიჟულ გლობალურ ქსელ Wyndham Hotels & Resorts-ს საქართველოში, სასტუმროს მენეჯმენტის სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Aimbridge Hospitality EMEA უხელმძღვანელებს – კომაპნიებმა შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, Aimbridge EMEA, რომელიც გლობალური კომპანია Aimbridge Hospitality-ის საერთაშორისო მიმართულებას ხელმძღვანელობს, საქართველოში სასტუმროთა კომპლექს Wyndham Grand Residences Batumi Gonio-ს უხელმძღვანელებს, რომელიც შავი ზღვისპირეთში რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს.
მათ შორისაა: Wyndham Grand Residences Aqua Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Family Club Batumi Gonio; Wyndham Grand Residences Riviera Batumi Gonio.
აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაწყებულია, პროექტის დასრულების თარიღად კი 2025 წლის გაზაფხული მოიაზრება. სასტუმროთა კომპლექსი საქართველოში Luxury მიმართულებას ავითარებს და პრემიუმ სეგმენტს All Inclusive და Ultra All Inclusive სერვისებს შესთავაზებს.
Wyndham Grand Residences სტუმარმასპინძლობის სექტორში გამორჩეული, მაღალი კლასისა და იდეალური დიზაინის მქონე კომპანიაა, რომელიც დამსვენებლებს პრემიუმ ხარისხის, თითოეულ ადამიანზე მორგებულ გამოცდილებას სთავაზობს, რაც Luxury დასვენების მოყვარულებისთვის კომპანიას სანდო ბრენდად აქცევს.
კომპანია Aimbridge-მა სასტუმროთა ქსელთან პირველი შეთანხმება, ტექნიკური სერვისების მიმართულებით, ჯერ კიდევ 2022 წელს გააფორმა, რის შემდეგაც საკუთარი წარმომადგენლობა ბათუმშიც გახსნა, რაც რეგიონში კომპანიას ფესვების გადგმის საშუალებას აძლევს.
კომპლექსის მშენებლობა Wyndham Grand-ის ბრენდის ქვეშ დაიწყო, რომელიც Wyndham Hotels & Resorts-ის გლობალურ კოლექციაში გამორჩეული ნიშაა – მსოფლიოში ამ ბრენდის მხოლოდ 78 სასტუმრო არსებობს.
“ჩვენი მთავარი ბრენდი, Wyndham Grand, რეგიონში მხოლოდ საქართველოშია წარმოდგენილი. საქართველოს სტუმარმასპინძლობის სექტორში განუზომელ პოტენციალს ვხედავთ. ჩვენი კომპანია ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად მოღვაწოებს უკვე 10 წელია. Wyndham Grand Residences Batumi Gonio ახალი ფურცელია საქართველოს დეველოპერულ კომპანიებთან ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში. Wyndham Grand ყველაზე დიდი სასტუმრო კომპანიაა ევროპის კონტინენტზე”, – აცხადებს სერგეი იგოროვი, Wyndham Hotels & Resorts-ის ქსელის განვითარების დირექტორი.
ახალ პარტნიორობაზე Aimbridge EMEA-ს სამმართველოს პრეზიდენტი, დეივიდ ანდერსონიც საუბრობს და სასტუმროთა ქსელის შესახებ დამატებით დეტალებსაც გვიზიარებს.
“მოხარული ვართ, რომ ოფიციალურად ვიქნებით წარმოდგენილი, როგორც მმართველი კომპანია, ბათუმში. შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროსა და მთებს შორის, Wyndham Grand Residences-ის სამივე სასტუმრო ერთმანეთისგან 900 მეტრით იქნება დაშორებული და ოჯახებს, წყვილებსა თუ ინდივიდუალურ მოგზაურებს მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს.
საქართველოს ტურიზმის ბაზარზე დიდ პოტენციალს ვხედავთ, რომელიც ბოლომდე არ არის ათვისებული, თუმცა საუცხოო გარემოს ქმნის იდეალური სტუმარმასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველით ბათუმში Wyndham Grand Residences-ის კომპლექსის გაცოცხლებას, ისევე როგორც საქართველოში ჩვენი გუნდის ზრდას და ახალი საოფისე ჰაბის ჩამოყალიბებას”, – ამბობს დეივიდ ანდერსონი.