“ივანიშვილის დასუსტებულია”, – ასე ფიქრობს “ატლანტიკური საბჭოს” წევრი ჯონ ჰერბსტი, რომელიც “ამერიკის ხმას” ესაუბრა.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო სანქციების და უწყვეტი დემონსტრაციების ფონზე ივანიშვილის ხელისუფლება კიდევ უფრო დასუსტდება.
“ეს ნიშნავს, რომ მიშვნელოვანი მსოფლიო ძალა არ აღიარებს მის მთავრობას საკმარისად ლეგიტიმურად და რომ სხვებიც ასევე მიიჩნევენ. ვვარაუდობ, რომ ეს კიდევ უფრო დაასუსტებდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც უკვე საკმაოდ სუსტია განგრძობადი, გამუდმებული დემონსტრაციების ფონზე. საქართველოსთვის შედეგად გარკვეული დონით იზოლაცია დადგება. ძნელია ვარაუდი ზუსტად რამდენად, მაგრამ ეს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, მის პოლიტიკის წარმოებას ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეასუსტებს”, – ამბობს ჰერბსტი.