საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია კიევში ჩავიდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი, სავალუტო ფონდის ევროპის დეპარტამენტის დირექტორის, ალფრედ კამერის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ში სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, ვაჰრამ სტეპანიანის განცადებით, შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდება იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც უკრაინის ეკონომიკა აღმოჩნდა და ასევე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებზე.
„ამ შეხვედრების შემდეგ, 27 მაისიდან, სავალუტო ფონდის მისია, გევინ გრეის ხელმძღვანელობით, ვარშავაში დაიწყებს დისკუსიებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის კონტექსტში ეკონომიკურ ზომებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ვაჰრამ სტეპანიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საოცარი პერიოდი გამოვიარეთ, სამწუხაროდ, დღესაც გრძედლება ზეწოლა, თუმცა ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს – შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება