საერთაშორისო რეიტინგი ერთი ნიშნულით რომ გაიზარდოს, ქვეყნის მიმართ ნდობა ერთი ათად გაიზრდება – მიხეილ კუკავა

მან BMGtv-ის გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში ქვეყნის საინვესტიციო ხარისხის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მიღწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
“ქვეყანაში ნამდვილად არის კრიზისი. [სუვერენული საკრედიტო] რეიტინგები ცხადია ბოლომდე ვერ ასახავს ვითარებას. რაც შეეხება როგორ იგრძნობს ამას მოქალაქე, უკვე არის ამის სრულიად აშკარა ნიშნები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, იგივე პერსპექტივის გაუარესებაც ძალიან ცუდია. ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ [Moody’s] გაგვიუარესებს რეიტინგს, შეიძლება არც გაგვიუარესოთ.
მთავრობის ამოცანა უნდა იყოს, რა უნდა გავაკეთოთ რომ ორი ნიშნულით გადავინაცვლოთ არსებული სპეკულაციური [Ba2] რეიტინგიდან საინვესტიციო რეიტინგამდე. რეიტინგი ერთი ნიშნულით რომ გაიზარდოს, ქვეყნის მიმართ ნდობა ერთი ათად გაიზრდება”,- ამბობს მიხეილ კუკავა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი Ba2 დონეზე უცვლელად დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა “სტაბილურიდან” “ნეგატიურამდე” შეამცირა.
bm.ge