საერთაშორისო მკვლევრები და უცხოელი პროფესორები მიმართავენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას. ერთობლივ განცხადებას კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი (ემერიტუსი) ჰუბერტუს იანი ავრცელებს.
„ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. ჩვენ შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ გატარებული სხვა ზომებითაც, რომლებმაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პატიმრობა საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმების კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს თქვენი მოქალაქეების პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ აგირჩიეს…
მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით საზიანო წინადადებას და ჩაერთოს დიალოგში საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა შეიქმნას რეალური რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეებისა და მათი შვილების ცხოვრებას“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
· პროფესორი სტივენ ჯონსი, დეივისის ცენტრი, ჰარვარდის უნივერსიტეტი;
· პროფესორი რონალდ სუნი (ემერიტუსი), მიჩიგანის უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი;
· პროფესორი ერიკ რ. სკოტი, კანზასის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ჰუბერტუს იანი (ემერიტუსი), კემბრიჯის უნივერსიტეტი;
· პროფესორი კატრიონა კელი (ბრიტანეთის აკადემიის წევრი), უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ტრინიტის კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ულფ ბრუნბაუერი, ლაიბნიცის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი, რეგენსბურგი (გერმანია);
· პროფესორი კელი ო'ნილი, ჰარვარდის უნივერსიტეტი;
· პროფესორი როი ელისონი, წმინდა ენტონის კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი;
· პროფესორი დონალდ რეიფილდი (ემერიტუსი), დედოფალ მერის კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი;
· პროფესორი სტივენ ნილ მაკფარლეინი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი;
· ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ფლორიან მიულფრიდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· პროფესორი პოლ მენინგი, ტრენტის უნივერსიტეტი, კანადა;
· პროფესორი მაია ჩანქსელიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტი;
· პროფესორი შარლ ურჯევიჩი (ემერიტუსი) (INALCO, პარიზი, საფრანგეთი);
· პროფესორი ოლივერ რაისნერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი;
· პროფესორი მაიკლ როჩლიცი, ოქსფორდის უნივერსიტეტი/ოქსფორდის საქართველოს პროგრამის დირექტორი;
· დოქტორი ალექსანდრე მორისონი, ისტორიის ლექტორი და ტუტორი, ნიუ კოლეჯი, ოქსფორდი;
· პროფესორი ჯერემი სმიტი, აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი;
· პროფესორი გვიდო ჰაუსმანი, ლაიბნიცის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი;
· პროფესორი ედმუნდ ჰერციგი, სპარსული კვლევების პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ბრიუს გრანტი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ჯონათან უიტლი, ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი;
· პროფესორი მირა ლეკე, რეგენსბურგის უნივერსიტეტი, გერმანია;
· ელჩი უილიამ კორტნი (აშშ, გადამდგარი);
· ელჩი კენეტ იალოვიცი (აშშ, გადამდგარი);
· პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· პროფესორი ჯული ჯორჯი, CUNY და კოლუმბიის უნივერსიტეტი;
· პროფესორი რობერტ კინდლერი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
· პროფესორი თეოხარის გრიგორიადისი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
· დოქტორი თამარა დრაგაძე, მოწვეული პროფესორი, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი;
· პროფესორი მაიკლ დევიდ-ფოქსი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის დირექტორი, საგარეო სამსახურის სკოლა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი;
· დოქტორი მიშელ აბესერი, ასისტენტ-პროფესორი, ფრაიბურგის უნივერსიტეტი, გერმანია;
· პროფესორი შტეფან აპლისი (ფრიდრიხ-ალექსანდრეს უნივერსიტეტი ერლანგენ-ნიურნბერგი);
· პროფესორი მათიას თეოდორ ფოგტი (პეჩის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი), საქსონიის კულტურული ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის დირექტორი;
· დოქტორი მაიკლ სესაირი, აფილირებული მკვლევარი, ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი;
· პროფესორი დენ ჰილი (ემერიტუსი), ოქსფორდის უნივერსიტეტი;
· დოქტორი კირსტენ ბონკერი, ჰამბურგის უნივერსიტეტის ნორდოსტ-ინსტიტუტი;
· პროფესორი ენ მენელი, ტრენტის უნივერსიტეტი;
· პროფესორი სუზან ფრანკი, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი;
· პროფესორი რიკარდო ნიკოლოსი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (LMU);
· დოქტორი რიკარდო მარიო კუჩოლა (ნეაპოლის აღმოსავლეთმცოდნეობის უნივერსიტეტი, იტალია);
· პროფესორი ალექს კრუგლოვი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, სლავური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების სკოლა);
· ლესია რუბაშოვა, ასოცირებული პროფესორი, უცხო ენების კვლევითი და საგანმანათლებლო ცენტრი, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია;
· დოქტორი რასმუს ნილსონი, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· დოქტორი პიტერ ბრაგა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· პროფესორი თომას ერტლი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი;
· პროფესორი მარკ იუნგე, ერლანგენის უნივერსიტეტი, გერმანია, აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის დეპარტამენტი;
· პროფესორი პამელა დევიდსონი, რუსული ლიტერატურა, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· დოქტორი ფილიპ კრისტოფ შმედეკე, Akademisches Netzwerk Osteuropa-ს (akno e.V.) აღმასრულებელი დირექტორი, SCIENCE AT RISK-ის საგანგებო ოფისის დირექტორი;
· პროფესორი რიჩარდ მოლი, პოლიტიკური სოციოლოგია, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· ოლივია ბეილი, ენის კოორდინატორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· დოქტორი ჯესი ბარტონ ჰრონესოვა, ლექტორი, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· დოქტორი იაკუბ ბენეში, UCL SSEES (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი);
· პროფესორი ფ. ბენჯამინ შენკი (ბაზელის უნივერსიტეტი);
· პროფესორი კეიტი კემპბელი, კინგს კოლეჯი, კემბრიჯის უნივერსიტეტი;
· პროფესორი ანკე ჰილბრენერი, ისტორიულ მეცნიერებათა ინსტიტუტი, ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტი, დიუსელდორფი, გერმანია;
· მეგი ქარცივაძე, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL);
· დოქტორი ჰანს გუტბროდი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· პროფესორი რიკარდო ნიკოლოსი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი (LMU);
· დოქტორი მაიკ ლოადერი, გლაზგოს უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;
· დოქტორი იულია იურჩუკი, ასისტენტ-პროფესორი, სოდერტორნის უნივერსიტეტი, შვედეთი;
· პროფესორი ანტონ დე ბეტსი, ემერიტუსი, გრონინგენის უნივერსიტეტი (ნიდერლანდი);
· პროფესორი გეზინე დრიუს-სილა, სლავისტიკის ინსტიტუტი, იულიუს-მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ვიურცბურგი;
· დოქტორი აბრაამ ფლორინი, პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკური მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების ეროვნული უნივერსიტეტი, ბუქარესტი.
უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ პირველად „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 17 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. კობახიძემ მაშინ განაცხადა, რომ მოქმედი განათლების სისტემა ვერ უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს და რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს „ამბიციური მიზანი“, სტუდენტებმა საქართველოში მიიღონ იმავენაირი განათლება, როგორსაც უცხოეთში იღებენ.
„ქართული ოცნების“ მთავრობა გეგმავს საუნივერსიტეტო განათლების რეფორმას, რომელიც მოიცავს ფაკულტეტების შემცირებას პრინციპით: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
რეფორმა მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებასა და სახელმწიფოს დაკვეთით მუშაობას.
ფორუმი




