სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სექტემბერში მმართველ პარტიას 124 შემომწირველი ჰყავდა.
„სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124 პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა. შემომწირველებთან დაკავშირებულ 35 კომპანიას ბოლო 10 წლის განმავლობაში 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები აქვს მოგებული. ნიშანდობლივია, რომ რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ პარტიების ფინანსური მონიტორინგის ერთიან პორტალზე – monitoring.acb.gov.ge – „ქართული ოცნების“ შემომწირველების შესახებ ინფორმაცია ორი თვის დაგვიანებით გამოაქვეყნა მაშინ, როდესაც სხვა პარტიების მონაცემები სექტემბერ-ოქტომბერში რეგულარულად ქვეყნდებოდა. „ქართული ოცნების“ შემწირველთა ოქტომბრის მონაცემები კვლავ დამალული რჩება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




