საერთაშორისო აკრედიტებული Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა უკვე ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომია

მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სასწავლო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერებები Webster University Georgia-ში ქართული ბაზრისთვის ხელმისაწვდომია.
საბაკალავრო პროგრამა შექმნილია კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის ძირითადი სფეროების გარშემო. პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მიდგომებს სტუდენტთა მოსამზადებლად IT სფეროში შესასვლელად, რათა მათ შემდგომ სწავლა იმავე მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე გააგრძელონ. საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების მისაღწევად კამპუსი აღჭურვილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კურსების ჩასატარებლად გამოიყენება საინფორმაციო ტექნოლოგიები, ასევე, ბიბლიოთეკა მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსით, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
თუ გაინტერესებთ, რატომ უნდა აირჩიოთ კომპიუტერული მეცნიერების ხარისხის მისაღებად Webster University Georgia, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას:
რეალური ცოდნა
საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ კომპიუტერული მეცნიერების უახლეს ცოდნასა და გამოცდილებას პრაქტიკოსი ლექტორებისგან. ეს გახლავთ მიმართულება, რომელიც მუდმივად განახლებადია. Webster University-ის სასწავლო პროგრამა კი ბაზარზე იმითი არის გამორჩეული, რომ მუდმივად უახლეს ტენდენციებთან არის თანხვედრაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ: კომპიუტერული მეცნიერების სფეროში ცოდნის დემონსტრირებას ყველა ძირითად მიმართულებებში (პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები, კომპიუტერული ორგანიზაცია, hardware და არქიტექტურა, მონაცემთა და ინფორმაციის მართვა); აღწერონ, როგორ მოქმედებს ტექნოლოგიური მიღწევები სოციალურ საკითხებსა და პროფესიულ პრაქტიკაზე; პრობლემის გადაჭრის უნარებისა და კომპიუტერული მეცნიერების ცოდნის გამოყენებას პრობლემების გადასაჭრელად.
პრაქტიკული გამოცდილება
თეორიულ ცოდნასთან ერთად სტუდენტები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ტექნოლოგიური ინდუსტრიის წამყვანი წარმომადგენლები Webster University-ის პარტნიორები არიან. ისინი უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებისა და სამომავლო დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობენ. კურსდამთავრებულების დიდი ნაწილი სწორედ ლიდერ ტექნოლოგიურ კომპანიებში საქმდებიან.
უცხოელი აკადემიური პერსონალი
უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის 80%-ზე მეტი უცხოელები არიან. ქართულ ფილიალში ასწავლიან ისინი, ვინც ვებსტერის ამერიკულ და ევროპულ კამპუსებში არიან დასაქმებული. პროგრამა სრულად ამერიკული მხარის მიერაა შედგენილი და პროგრამის უდიდესი ნაწილიც მათ მიერ ხორციელდება.
საერთაშორისო და ადგილობრივი აკრედიტაცია
Webster University Georgia ორმაგი აკრედიტაციის მფლობელია. ვებსტერის უნივერსიტეტი აკრედიტებულია The Higher Learning Commission-ის (HLC) მიერ. აკრედიტაცია მოიცავს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, მსოფლიოს მასშტაბით ყველა კამპუსში, მათ შორის, საქართველოშიც. მეორე მხრივ კი, ვებსტერ საქართველოს საბაკალავრო პროგრამები აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
Webster University -ის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლადაა აღიარებული მრავალი გავლენიანი სარეიტინგო სისტემის მიერ. მათ შორისაა: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.
სწავლის ღირებულება
აღსანიშნავია, რომ Webster University Georgia-ში სხვა კამპუსების ანალოგიური სასწავლო პროგრამები ხორციელდება. თუმცა მნიშვნელოვნად განსხვავდება სწავლის ღირებულება. საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი მხოლოდ 7900 დოლარია. სტუდენტებს საშუალება აქვთ მიიღონ როგორც სახელმწიფო დაფინანსება, ასევე შიდა საუნივრესიტეტო გრანტი 1400$-ის ოდენობით.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პროგრამის კოდია 2020103.
(R)