საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში

მ.იაშვილის სახელობის ს დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი დასავლეთ საქართველოში საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული სამედიცინო ცენტრი გახდა. კლინიკური ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების უმაღლესი სტატუსი ჰოსპიტალს ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI) რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად მიენიჭა.
ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციაა ჯანდაცვის აკრედიტაციის, სერტიფიცირების, ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიმართულებით. AACI არის „ჯანმრთელობის დაცვის, ხარისხისა და შეფასების საერთაშორისო ასოციაციის“ (ISQua/IEEA) წევრი, რომელიც ჯანდაცვის სერვისების განვითარების მიზნით მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სტანდარტებს შეიმუშავებს. კომისიის მიერ აკრედიტებულია ამერიკის, ევროპისა და აზიის წამყვანი სამედიცინო ცენტრები.
„ჩვენი განახლებული კლინიკა გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ცენტრია, რომელიც სრულიად რეგიონის მოსახლეობას აწვდის მრავალპროფილურ და მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად ბევრი ვიშრომეთ. სრულად განვაახლეთ ინფრასტრუქტურა, გავაუმჯობესეთ და დავაკმაყოფილეთ AACI-ს ყველა კრიტერიუმი და გადავამზადეთ სამედიცინო თუ ადმინისტრაციული პერსონალი. ვამაყობ, რომ დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ვართ საერთაშორისოდ აკრედიტებული პირველი პედიატრიული ჰოსპიტალი, რომლის ნდობაც ყველას შეუძლია, “ – თამარ ბახტაძე, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტლის დირექტორი.
ამერიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბათუმის იაშვილის ჰოსპიტალი აჭარის რეგიონში არსებული მულტიპროფილური ცენტრია, სადაც დედათა და ბავშვთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს მეორე-მესამე დონის პერინატალური ცენტრი, რომელიც მოიცავს სამეანო-გინეკოლოგიურ სერვისს და უზრუნველყოფს ახალშობილების ინტენსიური თერაპიის სრულფასოვან სპექტრს. ასევე, ჰოსპიტალი რეგიონის მოსახლეობას ბავშვთა გადაუდებელი დახმარების სერვისს 24 საათის განმავლობაში აწვდის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ