სად შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და როდის აღდგება ის

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 10 ივლისს, თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია „თელასი“ ავრცელებს:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ვახტანგ ნინუას, ვანის და ტრიკოტაჟის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, ლილოს დასახლების (ნაწილობრივ), ვარკეთილის მეურნეობის, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის, ბენაშვილის, ჩერქეზიშვილი როსტომაშვილის, გორკის, გოცირიძის, ბოჭორიძის, შიო არაგვისპირელის, ახალციხის, ვეძათხევის, ზურაბ ქვლივიძის, ჩიქობავას, იაროსლავის, ლენტეხის, ტერენტი გრანელის, ემილ ვერჰარნის, მამარდაშვილის და დოდო და კოტე ხიმშიაშვილების ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბიძინა კვერნაძის, ტყვარჩელის, ვახტანგ ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, ანდრია აფაქიძის, ალმასიანის და პავლე ასლანიდის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც