სად აშენდება “მწვანე სკოლის” ახალი კამპუსები?

„მწვანე სკოლის” დამფუძნებელი & მმართველი პარტნიორი ბაკურ სულაკაური „მწვანე სკოლის“ კამპუსებთან დაკავშირებით არსებულ გეგმებზე საუბრობს. საკითხზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
„ამ დრომდე დასახულ გეგმას მივყვებით, მაგრამ გეგმების განხორციელება მარტო ჩვენზეც არ არის დამოკიდებული. მაგალითად, ჩვენი კონცეფციის თანახმად, სკოლას დიდი ეზო უნდა ჰქონდეს, მინიმუმ ერთი ჰექტარი. ასეთი ტერიტორიის მოძიება კი რთულია. ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობას სჭირდება დიდი დრო, ფინანსები და ყველგან არ არის შესაძლებელი. რომ გვინდოდეს ვაკეში გავაკეთოთ მწვანე სკოლა, ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან შესაბამისი ტერიტორია არ არის“, – თქვა სულაკაურმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ სად იგეგმება თბილისში სკოლების აშენება. როგორც სულაკაური ამბობს, იგეგმება სკოლების შენებლობა ვარკეთილი-სამგორის, გლდანი-მუხიანია და ორთაჭალა-კრწანისის ტერიტორიებზე, თუმცა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
„თბილისისში გვინდა კიდევ ორი ან სამი სკოლის გაკეთება, ერთი გლდანი-მუხიანის, ვარკეთილი-სამგორის და კრწანისი-ორთაჭალის რაიონებში. ჩვენი მიზანია თბილისის ყველა რაიონში გვქონდეს კამპუსი, რათა მშობლებისთვის გამარტივდეს სკოლაში ბავშვის ტარება. საბოლოო ჯამში, უახლოეს 5-7 წლის განმავლობაში გვინდა დავასრულოთ პროექტი, ამოვწუროთ თბილისი და მოვიცვათ რეგიონების დიდი ქალაქები – ქუთაისი, ზუგდიდი, “, – თქვა მან.
სულაკაურის თქმით, ლოკაცია ორი პარამეტრით შეირჩევა: მოსახლეობის რაოდენობა და მსყიდველუნარიანოა.
“ორი პარამეტრით ვარჩევთ ლოკაციებს – მოსახლეობის რაოდენობა და მსყიდველუნარიანობა. მინიმუმ 1000 ბავშვი უნდა სწავლობდეს ჩვენს სკოლაში და მეორე არის მსყიდველუნარიანობა. მსურველი შეიძლება იყოს, მაგრამ არა ამ ფასად. რეგიონებში კონკრეტული ლოკაციები მონიშნული გვაქვს, თუმცა ხმამაღლა ვერ ვიტყვით. ორ წელიწადში ალბათ დაინახავთ“, – თქვა სულაკაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ