სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია KA Group-ის დამფუძნებელი, ირაკლი ჭიღლაძე BMGTV-ს გადაცემა #წერტილში ამბობს, რომ ერევანი დღეს სასტუმრო ინდუსტრიაში უფრო აქტიური და დატვირთულია, ვიდრე თბილისი. აღსანიშნავია, რომ KA Group-ი ერევანში სამი სასტუმროს – „ანი პლაზას“, „ანი გრანდის“ და „ანი ცენტრალის“ ჯამში, 700-მდე ნომერს მართავს.
