სად არიან გადაყვანილები თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები?

გუშინ ღამით თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებულები თბილისის, მცხეთის და საგარეჯოს იზოლატორებში არიან გადაყვანილები – ამის შესახებ იფორმაციას დაკავებულების ახლობლები და ადვოკატები ადასტურებენ.
დაკავებულებს შორის არიან ნიკოლას ტყემალაძე, გიორგი დანელია, ვასო ბერიძე, დათა ქაშიაშვილი, ნენე გაბლაია და მარიამ მეყანწიშვილი.
მათ მოსანახულებლად ადვოკატები ცოტა ხანში შევლენ იზოლატორებში.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების პროცესში პოლიციამ 17 პირი დააკავა. მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დაკავებულებს შორის არიან როგორც ადგილობრივი გამოსახლებულები, ისე სამოქლაქო აქტივისტები. წინასწარი ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ