სადისტრიბუციო მანქანებს თბილისში დილის პიკის საათებში გადაადგილების უფლება ექნებათ

„სადისტრიბუციო საქმიანობის განმხორციელებელ ტრანსპორტს დილის პიკის საათებში ვაძლევთ გადაადგილების შესაძლებლობას. საღამოს საათებში კი შეზღუდული იქნებიან. სადისტრიბუციო მანქანებისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე. შემდეგ მათ მოუწევთ გადაწყობა და დილის საათებშიც იქნებიან შეზღუდული“, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან სხდომაზე ის სატრანსპორტო საშუალებები ჩამოთვალა, რომელთაც დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა ნაწილობრივ შეეხებათ.
„არის გარკვეული გამონაკლისები, რომელთაც ეს შეზღუდვა არ შეეხება. ესენია: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საავარიო ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეების და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისთვის განმხორციელებელ პირები, ბეტონმზიდები, ნავთოპროდუქტების გადამზიდი ტრანსპორტი. მათ ექნებათ საშუალება გადაადგილდნენ მხოლოდ დილის პიკის საათებში და საღამოს პიკის საათებში აეკრძალებათ გადაადგილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.