საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესს ასოციაციის პრეზიდენტის ლაშა რიჟამაძის თქმით, წინასადღესასწაულო პერიოდში სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმების ფაქტები გაიზარდა.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანიები 17 სთ-მდე ობიექტების მომარაგებას ვერ ასწრებენ, რაც მათთვის ჯარიმების გამოწერის საფუძველი ხდება.
რიჟამაძე აცხადებს, რომ საბოლოოდ ყველა ხარჯი საბოლოო პროდუქტის თვითღირებულებაში აისახება.
„წინა სააღდგომო პერიოდში მომარაგების კუთხით შეფერხება არ არსებობს, ტექნიკურ ნაწილში კი პრობლემა რაც წარმოიშვა ეხება საათობრივი შეზღუდვის გამო კომპანიების დაჯარიმებას. იცით, რომ 17სთ-მდე უნდა მოხდეს მიწოდება, მაგრამ გაზრდილი მოთხოვნის ხარჯზე, ვერ ასწრებენ სადისტრიბუციო მანქანები უკან დაბრუნებას. ეს წარმოშობს ჯარიმებს, რომელიც საკმაოდ მსხვილია, პირველი ჯარიმა 1000 ლარია და შემდეგი 3000 ლარი. უკვე მოგვმართა რამდენიმე წევრმა, არიან ისეთებიც რომელსაც უკვე 5 ჯარიმა აქვს, რომლის ასახვაც ბოლოს ხდება ფასში.
კომპანიების ნაწილმა დაიმატა ავტომობილები, მათ შორის საკადრო რესურსის მობილიზებაც ხდება ამ დროს, ეს ხარჯია, თუმცა გაზრდილ ი მოთხოვნის ფონზე ეს ხარჯი ბალანსდება, მთავარია არ დავჯარიმდეთ. ჩვენი თხოვნა იყო, რომ ნახევარი სთ-იანი შესაძლებლობა გვქონოდა რომ საცობის ფონზე დაბრუნება მოესწროთ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, თუმცა ამაზე უარი გვეთქვა,“ – განაცხადა რიჟამაძემ.
