თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მოკლულს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
„სისხლის გუბე იდგა“, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
გვამი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ადგილზე მივიდა პოლიცია. მათ შემთხვევის ადგილი საპოლიციო ლენტით შემოსაზღვრეს. გამოძიება კი დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით.
ფორუმი
