სადგურის მოედანზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის ბოლო სართული ჩამოინგრა.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე ადამიანია დაშავებული, თუმცა ზუსტი რაოდენობა არ იციან. მათივე თქმით, ნანგრევებში სულ მცირე 2 ადამიანია მოყოლილი.
ადგილზე მობილიზებული არიან როგორც სასწრაფო დახმარების, ასევე სამაშველო სამსახურებისა და პოლიციის ბრიგადები.
მომხდართან დაკავშირებით წერს, რომ „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალების მობილიზდნენ.
შსს-მ ადგილზე მყოფებს მოუწოდა, გაითვალისწინონ სამინისტროს თანამშრომლების მითითებები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
“ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, – წერია შსს-ს განცხადებაში.