სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება

სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება
ჩვენი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი ცხოვრობს ს ფედერაციაში და 2008 წლიდან მოყოლებული ს ფედერაციაში არ იხსნებოდა საარჩევნო უბნები. თქვენ გახსენდებათ რომელიმე მათგანის წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ემიგრანტების ნახევარი მოკლებული იყო საარჩევნო ხმის უფლებას?, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამით თანასწორობის პრინციპიც ირღვეოდა, თუმცა მმართველი გუნდის ოპონენტებს ამაზე წუხილი არასოდეს გამოუთქვამთ.
„შეიძლება, ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია და მეორე ნახევარს ჰქონდეს სხვა პრივილეგია? ამაზე წუხილი ხომ არავისგან მოგისმენიათ? იმიტომ, რომ მთლიანად სუბიექტურია მათი მსჯელობა და არ ეფუძნება რეალურ არგუმენტებს. სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება სულ არ იყოს გახსნილი ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ასეთი ბევრი ქვეყანაა, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი პირობები და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება. ამისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოსვლა თუნდაც ერთი დღით, საკუთარი თვალით იმის ხილვა, რა ხდება ქვეყანაში და ამის საფუძველზე ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

„იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო წარმოებული დისკუსია არის ცარიელი გზავნილები კონკრეტული ფაქტების, არგუმენტების გარეშე, რაც ძალიან სამწუხაროა, ძალიან კარგად იცის ყველამ, რატომ ექვემდებარება ასეთი ტიპის ხელშეკრულებები გასაიდუმლოებას და ასეთ სპეკულირებას მეტყველებს ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერებაზე

პრემიერი “იგლ ჰილსის” პროექტზე – პროექტი და ხელშეკრულება არის აბსოლუტურად უნაკლო, დაახლოებით 11 მლრდ ლარი იქნება ჯამური ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზე, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარი არაბიზაციაზე არის წმინდა წყლის უხეში სპეკულაცია

ანტიკორუფციული ფუნქციები მომავალშიც გადანაწილებული იქნება სხვადასხვა უწყებაზე, ეს არის – სუსი, პროკურატურა, აუდიტის სამსახური, საქართველოს მთავრობა თავისი სტრუქტურებით, 3-4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ უწყებების მიერ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ზუსტად იგივე უწყებები გააგრძელებენ ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ