,, სადარდებელი აქვთ, ხელისუფლებას ნაკრების წარმატების მიწერა უნდაო და არ უნდა დავუთმოთო” – ამირან სალუქვაძე ოპოზიციაზე

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ოპოზიციის წარმომადგენლებმა დილიდან სახეები ჩამოიფხრიწეს, ისეთ პოსტებს წერენ და ისეთ კომენტარებს იძლევიან.
სანამ გერმანიის საგზურს მოვიპოვებდით, ქილიკობდნენ ანკრებზე და ფეხბურთზე. მერე მიხვდნენ უბილეთოდ დარჩებოდნენ და არა უბრალოდ შემოახტნენ გაქცეულ მატარებელს, მემანქანეობა მოინდომეს. უცებ გახდა მთელი ოპოზიცია ფეხბურთის გულშემატკივარი.
ხომ ვერ მოიშლიდნენ მავნებლობას და საზოგადოების გახლეჩის ჩვევებს? ჩემპიონატის დროსაც გააგრძელეს ცალკე ხალხის დაპირისპირება და ცალკე გუნდის გახლეჩის მცდელობა. სახალხო ფეხბურთელიც კი დანიშნეს.
ახლა ცალკე სადარდებელი აქვთ, ხელისუფლებას ნაკრების წარმატების მიწერა უნდაო და არ უნდა დავუთმოთო. არაა სასაცილო? ასე პატარა ადამიანები როგორ ხართ?!
ისე, რას ითხოვთ? 12 წელია ოცნება ხელისუფლებაშია, აშენებს სტადიონებს, სკოლებს, აკადემიებს, ნიშნავს ნაკრების სამწვრთნელო გუნდს და წარმატება სააკაშვილს მიაწერონ? სახელმწიფო ხომ სააკაშვილმა შექმნა?!
რომ გაჩუმებულიყავით და ყველასთან ერთად გულით გეზეიმათ, ასე დაბლა ხომ არ დაეცემოდით?
იმაშიც კი ჩაერივნენ, ვინ იყო დასაჯილდოვებელი და ვინ არა. ახლა ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ.
მთავრობა გასახდელში შესვლას როგორ ბედავსო, აღშფოთდნენ. ამ დროს ზურაბიშვილის შესვლას ტაშს უკრავენ, რომელსაც საერთოდ შეხება არ აქვს სპორტთან.
სანიოლის დანიშვნაზე ჯვარს აცვეს ადრე ფედერაცია და კრიტიკის ნიაღვარი იყო, როცა თამაშებს ვაგებდით. ახლა სანიოლს მადლობას უხდიან და ფედერაცია რა შუაშიაო? სანიოლს ჩემგანაც მადლობა, მაგრამ თქვენ დააკომპლექტეთ ნაკრების ხელმძღვანელობა თუ ფედერაციამ?
დილიდან ხმაურობენ ხალხს ნაკრები დაუმალესო.
სად გინახავთ ნაკრებები ან კლუბები აეროპორტში ფანებს ეხუტებოდნენ?
აეროპრტში დახვედრის მიზანი ფეხბურთელების დანახვა კი არაა. ფეხბურთელებმა უნდა დაინახოს მადლიერი ქომაგების დახვედრა. დაინახეს და თავადაც მადლიერები არიან.
მიღებული პრაქტიკაა ღია ავტობუსით ქალაქში ჩავლა.
ის თუ იცით, რომ მთელი ნაკრების ჩამოსვლა არ იგეგმებოდა, რადგან ბევრ მათგანს თავისი გეგმები ჰქონდათ. მთავრობის და ფედერაციის ძალისხმევით მოხერხდა, რომ ნაკრები სრული შემადგენლობით ჩამოსულიყო.
მთავარი. არავინ აპირებს ნაკრების დამსახურების მიწერას. პირიქით. დღევანდელი დღე, დახვედრა, საპატიო ჩავლა დედაქალაქის გამზირზე, მთელი გუნდის დაჯილდოვება ზუსტად ნაკრების დამსახურების აღსანიშნავად და მათ საპატივცემულოდაა.
ამავე დროს, თავისი წვლილი ყველას აქვს. ნაკრებს რომ შედეგი ვერ დაედო, პასუხისმგებლობის წილი იქნებოდა თუ არა მთავრობასა და ფედერაციაზე?
ეს ერთი..მეორე, ნაკრებს როცა მთავრობა და ფედერაცია ხვდება, ეს არაა ნაკრებისთვის პატივის მიგების ნაწილი? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ დამსახურებულ სპორტსმენებს ხელისუფალი არ უნდა შეხვდეს და მთელი საზოგადოების წინაშე და საზოგადოების სახელით მადლობა არ უნდა გადაუხადოს?! თქვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში არ შეხვდებოდით, სცენაზე არ ახვიდოდით, სიტყვით არ გამოხვიდოდით და მადლობას არ ეტყოდით?
ნუ ნერვიულობთ, საქართელოს საფეხბურთო ნაკრები, ისევე როგორც სხვა წარმატებული სპორტსმენები, ყველასია! მთავარია ამას თქვენ გრძნობდეთ გულით და პოლიტიკური ქულების დაკარგვა არ გაღელვებდეთ.
ადროვეთ ქომაგებს, მოსახლეობას ნაკრების მიმართ პატივისცემის გამოხატვა! ადროვეთ ორგანიზატორებსაც ლამაზად ჩაატარონ დღევანდელი დღე!
მადლობა ჩვენს ნაკრებს ქართული ფეხბურთის მსოფლიო არენაზე დაბრუნებისთვის და მადლობა ყველას, ვისაც ოდნავი წვლილიც კი მიუძღვის!“