“სადამსჯელო ოპერაცია მოაწყვეს” – Amnesty International “ოცნებას” მოუწოდებს უარი თქვას რუსული კანონზე

“პოლიციამ მოაწყო სადამსჯელო ოპერაცია” – საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ი რუსული კანონის წინააღმდეგ 16 აპრილს გამართულ აქციასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ, სამართალდამცველების ძალადობრივ ქმედებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პოლიციამ პასუხი უნდა აგოს მომიტინგეების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო.
Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აღნიშნავს, რომ მოწმენი გახდნენ თბილისში, “სასტიკი ანგარიშსწორების”:
განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და სცემეს მათ შორის, ჟურნალისტებს.
Amnesty International ხელისუფლებას სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს ძალის გადამეტების ყველა შემთხვევაზე.
Amnesty International კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას უარი თქვას რუსული კანონის მიღებაზე.
„რისი მოწმენიც გავხდით გუშინ თბილისში, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მათი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი და როდის გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიონ და თვითნებურად დააკავონ მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და ურტყამდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ბოჭავდა და უმოწყალოდ სცემდა მათ. პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობიან დემონსტრაციას, ჩაატარა ის, რაც, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაციაა. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ,” – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!

კახა კალაძე – ხვიჩა კვარაცხელია იქცა დაცინვისა და შეურაცხყოფის ობიექტად – მისი განცხადება მკაფიოა, ის ყოველთვის დგას და მუდამ იდგება იქ, სადაც საქართველოა! – არა რუსულ კანონს, არა არცერთი უცხო ქვეყნის კანონს თუ დირექტივას!