საგარეჯოში საახალწლო ღონისძიება გრძელდება

საზეიმო განწყობაა საგარეჯოში, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გრძელდება.
საშობაო სოფელში, ჯგუფი “მგზავრების” კონცერტი მიმდინარეობს. მანამდე კი, საგანგებოდ მოწყობილ ჯადოსნურ სივრცეში, იყო თეატრალური სანახაობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
სტუმრების განწყობაზე მთელი დღის განმავლობაში ზრუნავდნენ ანიმატორები, ელფები და პატარებისთვის ყველაზე საყვარელი თოვლის პაპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება, გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, ბოლო ოთხ წელში საქართველოს წლიური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.7% იყო და ამ სწრაფი განვითარებით შეგვიძლია, ჩინეთისთვის კიდევ უფრო საინტერესო პარტნიორი გავხდეთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით