საგარეჯოში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი ქმრის მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.