საგარეო უწყება: სამინისტრო ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ტყვედ აყვანის შესახებ – ქართული მხარე გამოიყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ღია წყაროებზე დაყრდნობით, ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ“, – განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოყენებული იქნება ყველა მექანიზმი, რათა ქართულმა მხარემ საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები დაიცვას.
“ქართული მხარე გამოიყენებს თავის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასა და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა