საგარეო ლუკაშენკოს კომპანიის მიერ აფხაზეთში მიწის შესაძლო ფლობის შესახებ არ პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთში [დე ფაქტო] ვიზიტის შემდეგ, მის მიერ კონტროლირებადი კომპანიისთვის 20 ჰექტარი მიწის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი საუბრობს.
როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს კითხვის საპასუხოდ უთხრეს, “ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ”.
13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, 2022 წლის 28 სექტემბერს, ლუკაშენკოს აფხაზეთში [დე ფაქტო] “დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად” გადაეცა მიწა, რაც ითვალისწინებდა სანატორიუმისა და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე.
“გარდა ამისა, ნაკვეთის ღირებულება შესაძლოა იყოს მილიონობით დოლარი. სოფელ კინდღის რაიონში ფასი განსხვავდება ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, წყლიდან ას მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ ხარჯიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 20 ჰექტარი ფართობი დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. “მარგალიტები 2010″-ის ნაკვეთი მდებარეობს პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე და, სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია”, – წერია გამოძიებაში.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომისა და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და ს გაჩენის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა მათ პრეზიდენტებს სოჭში. თუმცა შემდგომში ბელორუსს არასოდეს უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო.2022 წლის აგვისტოს ბოლოს აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა, “ბელორუსისა და ს სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს”.
2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სრულიად მოულოდნელად ჩავიდა.