“საგარეო ვექტორის ცვლილებით რისკები სახეზეა, მათი გამანეიტრალებელი ფაქტორი კი არ არსებობს” – დავით მაისურაძე

“ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის” დირექტორი, დავით მაისურაძე, “ანალიტიკას” ეთერში რუსული კანონის ეკონომიკურ გავლენაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, მიუხედავად მაკროეკონომიკური ცვლადების სტაბილურობისა, არსებობენ ფაქტორები, რომლებზეც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად აისახა, რაც საბოლოოდ მაკროეკონომიკურ ნიშნულებზეც იქონიებს გავლენას.
“ზოგადად, როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, ძალიან სტანდარტული ფრაზა ისმის ხოლმე, რომ “მაკროეკონომიკური მაჩვენებლები წესრიგშია, ძლიერია, კარგად გამოიყურება და არაფერი მოხდება”. მაგრამ ეს მაკროეკონომიკური მონაცემები სტაციონარულ მდგომარეობაში ხომ არ არსებობს, არა?! არსებობს ფაქტორები, რომლებიც, პირდაპირი მნიშვნელობით მაკროეკონომიკურ ფაქტორებად შეიძლება ვერ განვიხილოთ, მაგრამ ამ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ზეგავლენას ახდენს. ერთ-ერთი ასეთი მაჩვენებელი ვალუტის კურსია, რომელიც გაუარესებულ მდგომარეობაშია.